კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 69 მილიონს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 მილიონამდე ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი მილიონ ნახევარს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში 20 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.