„2 წლის განმავლობაში სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციაში 361 შეტყობინება შევიდა, საიდანაც გამოძიება 251 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 26 განაჩენი დადგა“ - კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის გამწვავებაზე საუბრობს ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.
სწორედ ევროსაბჭოს მხარდაჭერით მოამზადა კვლევა სახალხო დამცველის აპარატმა, რომელიც 2017-2019 წლებს მოიცავს. ეს პირველი ანგარიშია საქართველოში, რომელმაც სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი პროცედურები სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ჭრილში შეაფასა. დღეს ერთობლივი ონლაინ კონფერენცია გაიმართა.