მოქალაქეები, წერეთლის ქუჩაზე, ქაფშიით მოვაჭრეების დახლების ალაგებას ითხოვენ 

08 დეკემბერი 2020, 10:58 3360 ნახვა

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ქაფშიით მოვაჭრეებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება იყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ ტროტუარზე დალაგებული დახლების გამო ირგვლივ სპეციფიკური სუნი და ანტისანიტარიაა.

დღეს,მოვაჭრეებს დახლების დალაგების საშუალებას არ აძლევდნენ, აფთიაქის წარმომადგენლებიც და მოითხოვდნენ გარემოვაჭრეები სხვა ადგილას გადასულიყვნენ. 

ეს კონფლიქტის პირველი შემთხვევა არ არის. ადგილობრივები ყვებიან, რომ ბათუმის მერიას რეაგირებისთვის რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ყოველ დღე ერთი და იგივე სურათი ხვდებათ და გარევაჭრობა მაინც გრძელდება. 

''ანტისანტიარიაა, გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა. არის ბაზარი და იქ ივაჭრონ. პოლიციას დავურკეთ მერიას ზედამხედველობას, არანაირი რეაგირება არ ყოფილა'' - აცხადებს გიგა ტარიელაძე, რომელიც აფთიაქის მეპატრონეა. 

მოქალაქეები, კი რომლებიც, ქაფშიით ვაჭრობენ ამბობენ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მათი თქმით, ბაზარი არ არის ალტერნატივა, რადგან იქ ხალხი არ დადის და პროდუქციის რეალიზებას ვერ ახერხებენ. 

''ჩვენც ხალხი ვართ, ძაან გაჭირვებული, პანდემიის დროს განსაკითრებით, ყველას გვიჭირს. გვესმის სუნია, შევდივართ მათ მდგომარეობაში, მაგრამ უკიდურესად გვიჭირს. აფთიაქმა აგვიკრძალა, თურმე არ უნდა ვიმუშავოთ, რადგან სუნი აწუხებს. ბაზარი ცარიელია, იქ არავინ არ შედის. აფთიაქი დავობს, თურმე მისი ყოფილა ყველაფერი, ეს ბორდიური არის მოქალაქეების, გზა მანქანების სავალი ნაწილი. ეს ტერიტორია ირეცხება და სუფთავდება'' - აცხადებს გარემოვაჭრე. 

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. 

პრობლემა ცნობილია მუნიციპალური ინსპექციისთვის. აქ აცხადებენ, რომ მოვაჭრეებს ბაზარში შესვლის შემთხვევაში ადმინისტრაციასთან გადასახადის შემცირებაზე უშუამდგომლობენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი