სამწუხაროდ ჰორიზონტზე მთავარ საკითხებზე კომპრომისი არ ჩანს - თქვა შეხვედრიდან გამოსულმა გრიგოლ ვაშაძემ. აშშ-ს ელჩის კენი დეგნანის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი დეტალებზე შემდგომ რაუნდამდე ვერ ისაუბრებდნენ,
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის '' ლიდერის თქმით, ''ქართული ოცნების'' მხრიდან ჩანს მზაობა, მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რაზეც ოპოზიცია პირველი ნოემბრიდან საუბრობს.
''ჩვენი ფასილიტატორების თხოვნა არის დეტალებში არ შევიდეთ, მეორე ის, რომ დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნების შესახებ ჰორიზონტზე კომპრომისი გამოჩნდა, არა...არის მთავარი საკითხი, რომლის შემდეგაც რაღაცაზე შეიძლება ილაპარაკო და არის ასევე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მთავარი საკითხის გარეშე ვერ გადაწყდება.ელჩებმა თქვეს, რომ დღეს საღამოს დაგვიკავშირდებიან.
მოლაპარაკება თუ არ შედგა ჩვენი სახელმწიფო ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ..