ფიროსმანის 13 ნომერში მცხოვრებლები კორპუსზე 26-ე სართულის დაშენებას აპროტესტებენ. 25 სართულიანი ობიექტი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა, ამავე წელს კი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ბათუმის მერიამ გასცა ნებართვა დამატებით კიდევ ერთი სართულის მშენებლობის. რასაც უკანონოს უწოდებენ კორპუსის ამხანაგობის წევრები, განმარტავენ, რომ გაცემულ ბრძანებაში არ არის მათი ნებართვა. ამხანაგობის წევრებმა არაერთხელ მიმართეს მერიას, ასევე სარჩელი შეიტანეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თუმცა უწყებამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ახლა ისინი აპირებენ მიმართონ სააპელაციო სასამართლოს. მერიაში ამტკიცებენ, რომ კორპუსზე კიდევ ერთი სართულის დაშენების ნებართვა კანონის ფარგლებში გაიცა.