"დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" მთავრობას მიმართავს

06 დეკემბერი 2020, 18:09 1278 ნახვა

ხელისუფლებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დასაბუთებას სთხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი საქართველო“-ს ხელმძღვანელი.  ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებით, მთავრობას არცერთ დაწესებულ შეზღუდვაზე გაუკეთებია განმარტება. აკრძალვები კი მისი თქმით,  ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ვითარებაზე მძიმედ აისახება.

განმარტავს, რომ მთავრობა ვალდებულია დაწესებული შეზღუდვები საჯაროდ დაასაბუთოს. შეზღუდვების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია კი მისი თქმით, საზოგადოების წინააღმდეგობას და წესების დარღვევისკენ მიდრეკილებას ზრდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი