“ბორჯღალოსნები” დღეს “ერთა თასის” დასკვნით მატჩს გამართავს

05 დეკემბერი 2020, 12:05 1331 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით მატჩში დღეს ფიჯის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და ეცდება, მისთვის ისტორიულ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმოს. ბორჯღალოსნებს  ტრავმების გამო ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდებათ.  ფიჯის ნაკრები, იაპონიასთან ერთად, ტიერ 2-ის ქვეყნებიდან ერთ-ერთია, რომელთანაც ბორჯღალოსნებს უარყოფითი ბალანსი აქვთ. 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ნაკრებმა მათთან ოთხჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან 0-40 უელსთან 0-18 და ირლანდიასთან 10-23 წააგეს, ფიჯელები კი კორონავირუსმა აზარალა და ჯგუფში ყველა მეტოქესთან წაგება ჩაეთვალათ.  საქართველოსა და ფიჯის დაპირისპირება თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მასში გამარჯვებული ჩემპიონატში მე-7 ადგილს დაიკავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი