ელჩებთან აუდიენციის შემდეგ ისევ უცნობია როდის გაიმართება ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის გადამწყვეტი შეხვედრა.
გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ დიპლომატებს წერილობითი ფორმით გადასცეს ყველა პარტიის შეჯერებული პოზიცია მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ახლა კი იმედი აქვთ, რომ მმართველი გუნდი ასევე წერილობით ფორმით უპასუხებს მათ და აიღებს სახელისუფლებო პარტია პასუხისმგებლობას კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით.