უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგები გამოქვეყნებულია, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება შევა თუ არა ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში, ნაციონალურ მოძრაობაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგებს ელოდებიან.
ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს პლებისციტის თაობაზე, რომელზეც მოსახლეობას უნდა ჰკითხონ ჩატარდება თუ არა ხელახალი არჩევნები.
''ქართულ ოცნებაში'' აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, თუმცა არჩევნების ხელახალი ჩატარების ვერსია მათთვის მიუღებელია.