ვინ არის ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე? მოკლე ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ. 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. 2008-2010 წლებში - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2010 წლის 30 მარტს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის 10 ივნისს აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. მან დღეს გიორგი პაპუაშვილი შეცვალა და უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგა.