უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.
ცნობილია ის სტადიონები, რომლებზეც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.
საქართველოში შეხვედრები ოთხ სტადიონზე ჩატარდება.
‘’დინამო არენა’’ - თბილისი - 54 200(ტევადობა);
‘’მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი’’ - თბილისი - 27 220(ტევადობა);
‘’ბათუმი არენა’’ - ბათუმი - 20 300(ტევადობა);
‘’ფაზისი’’ - ფოთი - 6 200(ტევადობა);
საქართველოში, გარდა ჯგუფური ეტაპის ორი ჯგუფის შეხვედრებისა, გაიმართება მეოთხედფინალის ორი მატჩი და ნახევარფინალური ერთი დაპირისპირება.
ფინალურ შეხვედრას კი ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.