გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარება

03 დეკემბერი 2020, 14:49 1465 ნახვა

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა აჭარაში არსებულ ყველა სკოლამდელი დაწესებულება ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგა. აჭარის განათლების სამინისტრო  ამ ყველაფერს ხვალიდან საბავშვო ბაღებში დაარიგებენ.

უნისეფის წარმომადგენლობას დღეს უწყებაში უმასპინძლეს. ისაუბრეს მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე.

გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლობა დღეს  ბათუმის მერიაშიც იმყოფებოდა.  

მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ბათუმი  „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა. პროექტი რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, პარკებისა და სპორტული მოედნების მშენებლობასა და სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი