ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები ასლან ვაშაყმაძის განცხადებას ემიჯნებიან

01 დეკემბერი 2020, 12:13 1286 ნახვა

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, ასლან ვაშაყმაძის ვიდეომიმართვას, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ემიჯნებიან.

,,ოპოზიციური ერთობის უკლებლივ ყველა წევრი არა თუ გაემიჯნა მის განცხადებას, არამედ კატეგორიულადაც დაგმო. ამ უზნეო, სულელურ განცხადებაზე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო არ ვიცი"-განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ.

ასლან ვაშაყმაძის განცხადებას ემიჯნება "ლელოც".

„მისი განცხადება იყო აბსოლუტურად ამორალური და აგრესიაზე მიმართული. ის არ არის თანხვედრაში ჩვენი პროტესტის ერთსულოვნებასთან, ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია ყველა ის სიტყვა და განცხადება რაც გააკეთა ასლან ვაშაყმაძემ, ჩვენ ვემიჯნებით მის განცხადებას"– ამბობს „ლელოს“ წევრი ალექსანდრე მილორავა.

გუშინ, ოპოზიციის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით, ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ამასთან, ასლან ვაშაყმაძემ განმარტება გააკეთა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი