აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირება იყო - დაკავებულია ორი პირი 

01 დეკემბერი 2020, 11:55 1315 ნახვა

აჭარის მთავრობის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ისმოდა საყვირების ხმა. მთავრობის სახლის წინ, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, დაკავებულია ორი პირი. 

''ორი პირია დაკავებული ადმინისტრაციული წესით, პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ფაქტზე. პოლიციამ მიუთითა რომ დაეცვა დისტანცია, არ შესულიყო კონფლიქტში, ისინი მაინც ცდილობდნენ სამართალდამცველების კორდონის გარღვევას'' - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა. 

აქტივისტებმა ჰელიუმის ბუშტები გაუშვეს, რომელზეც საპროტესტო წარწერები იყო გაკეთებული, სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება. 

''სამი ახალგაზრდა ამ კორიდორს როგორ გავარღვევთ, აქცია პერფორმანსს ვმართავდით, მომვარდა პოლიციელი. ვაპირებდით უწყინარ მდგომარეობაში ბუშტებით გაშვებას. ჰელიუმის ბუშტები ჩვენს ქვეყანაში მგონი კრიმინალი არ არის. ისინი ჩევნ არ უნდა დაგვსდევდნენ, არაფერს ვაკეთებთ მსგავსს. 

ეს ბუშტები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა მოვიტანეთ, დემოსტრაციულად უნდა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი. პოლიციამ კი ეს შეგვიზღუდა და ტროტუარს მიღმა გადმოგვიყვანა - უთხრა მაუწყებელს აქციის მონაწილემ. 

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

''მთავრობის სახლთან 31 ოქტომბერს მოპარულ ხმებს აპროტესტებს ოპოზიცია. 24 საათის განმავლობაში ერთი თვეა აქ ვართ და ვაპროტესტებთ. ჩვენი ინფორმაციით  ორი ადამიანი დააკავეს, დააკავეს როგორც გუშინ, სასაცილო მიზეზით. თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის ფანჯარასთან ბუშტების გაშვების გამო. 20-22 წლის გოგო ბიჭებმა, რომლებსაც აქვთ პროტესტი, როგორც ჩანს რიჟვაძეს აღიზიანებს ეს ბუშტები და პოლიციას ავალებს, მოაშორონა ფანჯრიდან ეს ბუშტები. 

პოლიცია იმას ვერ ხვდება, რომ გუშინ ათეულობით ადამიანი იყო, დღეს ასეულობით მოვიდა. რაც მეტს დაარბევს პოლიცია უფრო მეტი მოვა'' - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი