როდის იწყება მოლაპარაკების მესამე რაუნდი

30 ნოემბერი 2020, 20:09 1282 ნახვა

ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებს და საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, დეკლარაციას გააფორმებს. ცესკოს მონაცემებით პარლამენტში შესული დეპუტატები კი მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერენ.

დღის წესრიგზე, ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს, „ლელოს“ ოფისში იმსჯელეს. ახალი მოწვევის პარლამენტი სავარაუდოდ 11 დეკემბერს შეიკრიბება. თუმცა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომაზე და შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან ხელისუფლების მხრიდან. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კომპრომისისთვის მზაობა არსებობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი