მუნიციპალური სასადილოები პანდემიის პერიოდში დაკეტილია. დაწესებული შეზღუდვის გამო, სასადილოში კერძები არ მზადდება და მის ნაცვლად სასურსათო კალათს გასცემენ. როგორც მერიაში ამბობენ, ყოველთვიურად თითოეული ბენეფიციარი დაახლოებით 50-60 ლარის ღირებულების პროდუქტს ღებულობს.
მათივე განმარტებით, საკვებს უფასო სასადილოების ძირითად და დამატებით სიაში აღრიცხული 6 ათასამდე მოქალაქე ღებულობს. ბენეფიციარებს პროდუქტს დეკემბერშიც დაურიგებენ. მათ ასევე უნდა მიიღონ საახალწლო ნუგბარიც.