როგორ აისახება ხალხზე ხანგრძლივი აკრძალვები?

28 ნოემბერი 2020, 18:05 947 ნახვა
00:00
00:00

დღეიდან დაიხურა სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. დიდ ქალაქებში მუშაობა შეაჩერა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა. მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე, არ წესდება შეზღუდვა; გადაადგილება სრულად, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით მხოლოდ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება.

ყველა სახის კონფერენციის, ტრენინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების  ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ამოქმედებულმა შეზღუდვებმა და განსაკუთრებით ტრანსპორტის აკრძალვამ  ყოველდღიურ ცხოვრებაში  ხარჯები გაუზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი