ერთ საათზე მეტია ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილები, ისინი სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
განიხილავენ მესამე რაუნდს, ოპოზიცია ისევ ამბობს, რომ არ წავლენ დათმობაზე, განმარტავენ, რომ თუ ხელისუფლებას მშვიდობიან რეჟიმში სურს საპარლამენტო მუშაობის წარმართვა, მაშინ გაზაფხულზე ხელახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.