საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ. ისინი დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარარაშვილი აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ადვოკატებს მასალებს არ აძლევს, რომელიც მისივე თქმით, შესაძლოა, ბრალდებულების უდანაშაულობის დამადასტურებელი იყოს.