სომხეთში საომარი მდგომარეობა არ გააუქმეს

27 ნოემბერი 2020, 14:06 968 ნახვა

სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს გამოცხადებული საომარი მდგომარეობა ძალაში დატოვა.  ინიციატივას მხარი მხოლოდ 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, 65 დეპუტატი საომარი მდგომარეობის გაუქმებას  არ დაეთანხმა, ორმა კი თავი შეიკავა. ინიციატივა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს. მისი წინააღმდეგი, ძირითადად, მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ.  

სატელევიზიო მიმართვაში პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ რესპუბლიკაში  ანარქიისა და ქაოსის შექმნა, თუმცა ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. 

ფაშინიანის თქმით,  მისმა ოპონენტებმა ვერ მოახერხეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის წყალგამყოფის შექმნა, რისთვისაც სამართალდამცავი ორგანოებს მადლობა გადაუხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი