სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ არ იციან მოხდება თუ არა წელს ციტრუსის სუბსიდირება. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სიტუაციის შესწავლა მიმდინარეობს. ლევან დავითაშვილის თქმით გადაწყვეტილება იქნება იმის ადეკვატური, რა სიტუაციაც იქნება ბაზარზე. მისივე განმარტებით ფასის სუბსიდირებას გრძელვადიან პერსპექტივაში მხარს არ უჭერენ, თუმცა, მოსავლის დაბინავებისთვის საჭიროა ღირებულებათა ჯაჭვის იმ ელემენტების გაძლიერება, რომლებიც მისცემს საშუალებას სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მოხდეს პროდუქციის დაბინავება.