"გრემის" ნომინანტები ცნობილია

25 ნოემბერი 2020, 15:30 1821 ნახვა

"გრემის" 63-ე დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია. ისინი   83 კატეგორიაში დაასახელეს. ყველაზე მეტ - 9 ნომინაციაზე ბიონსეა წარდგენილი.  6-6 ნომინაცია აქვთ დუა ლიპასა და ტეილორ სვიფტს.  წელს ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოსთვის პირველად წარადგინეს ბრიტანელი შემსრულებელი ჰარი სტაილსი და კორეული ჯგუფი "ბი-ტი-ესი". "გრემის" რიგით 63-ე მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია 31 იანვარს გაიმართება და მას ტრევორ ნოა წაიყვანს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში