გამსვლელი ტურიზმი 5-ჯერ შემცირდა

24 ნოემბერი 2020, 20:23 1054 ნახვა

კორონავირუსის ეფექტი ტურიზმზე, საქსტატი მორიგ სტატისტიკას აქვეყნებს, ირკვევა რომ 2020 წლის მეორე და მესამე კვარტალში ქვეყნის საზღვრებს გარეთ გავიდა 15 ჯერ უფრო ნაკლები ადამიანი ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. თუ 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში ეს ციფრები იყო შესაბამისად 187 და 233 მოქალაქე წელს საუბარია 12 და 19 მოქალაქეზე.. თუ ავიღებთ სქესობრივ დაყოფას მაშინ შემდეგი სურათი გვაქვს 2019 წელს აღებულ პერიოდებში 112 და 135 მამაკაცი გავიდა ქვეყნიდან წელს ეს ციფრი კატასტროფულად შემცირდა და 10,8 სა და 16 უდრის, ქალების შემთხვევაში, რომლებიც ტრადიციულად მამაკაცებზე ნაკლებად ტოვებენ ქვეყანას შემდეგი სურათი გვაქვს. 2019 წელს 75 და 98.. წელს 1,4, 2,8.. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს 2019 წელს 15 დან 30 წლამდე, კვარტლების შესაბამისად 53 და 71 ხოლო წელს ეს მაჩვენებელი 2,1 და 3,5-ია. რაც შეეხება 31-50 წლამდე მოქალაქეებს 2019 წელს შესაბამისად გვაქვს 85 და 104 გასვლა ხოლო 2020 წელს ეს ციფრი სულ რაღაც 5,9 და 9,3-ია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში