300-ვე საარჩევნო უბანი აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში - ხმები ორივე ოლქში უსკომ უკვე დათვალა. წინასწარი მონაცემებით რეგიონშიც მმართველი გუნდის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა ბოიკოტის მიუხედავად ხმების გარკვეული რაოდენობა ოპოზიციონერმა კანდიდატებმაც მიიღეს.