საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია ქუთაისის 23-ე ოლქშიც. 160 ათასამდე ამომრჩევლისთვის ქალაქში 130 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან 7 სპეც.უბანია 1 კოვიდ პაციენტებისთვისაა 1 კი პენიტენციურ დაწესებულებაშია.
საპარლამენტო მანდატისთვის „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ლომინაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი გრიგოლ ვაშაძე იბრძვის. ქუთაისში დღეს, ქალაქის მერსაც ირჩევენ. მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილია, „ნაციონალური მოძრაობის“ კი გიგა შუშანია.