არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, უბნებზე გათვალისწინებულია ყველა პრევენციული ღონისძიება - ცესკო

20 ნოემბერი 2020, 16:38 1218 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას.

"არჩევნების მერე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში, შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი, ჯამში 6 საარჩევნო სუბიექტის კანდიდატები. მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათ არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეცუბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210-ია.

პანდემიის მიუხედავად არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, რადგან კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ამასთან აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის შემცვლელი ის მცირე დრო რაც ამომრჩეველს ხმის მისაცემად ესაჭიროება. ამომრჩევლებს მინდა შევახსენო, რომ უბანზე მისვლისას აუცილებელია პირბადის ქონა, თუმცა არქონის შემთხვევაში, მათ უზრუნველყოფენ პირბადით, მათ ასევე გადაეცემათ ინდივიდუალური მოხმარების კალმისტარი"-აცხადებენ ცესკოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი