სახელმწიფო მდივანმა ამერიკის მთავრობის სახელით საქართველოს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა - გახარია

19 ნოემბერი 2020, 11:21 1428 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაიკ პომპეოს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. გიორგი გახარიას თქმით, განხილულ თემებს შორის იყო პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი. 

„დასრულდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რომლებიც განხილული იყო ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში, რა თქმა უნდა საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია, სავაჭრო და ეკონომიკური შემდგომი ურთიერთობების გაღმავების.

ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ინსტიტუტების გაძლიერებას.

შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც არის თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები.

ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი