აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების ინფორმაცით, მოძრაობა "არ დათმოს" წევრებს მთავრობის შენობაზე სტიკერების "არ დათმოს" გაკვრა სურდათ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. დაპირისპირებისას პოლიციელებმა რამდენიმე პირი დააკავეს. აქციაზე ერთი ადამიანი კი შეუძლოდ გახდა.