უღურ შაჰინი - 2021 წლის ზაფხულისთვის COVID-19-ის შემთხვევები 50 %-ით შემცირება

16 ნოემბერი 2020, 18:31 1429 ნახვა

კოვიდ-19-ის ვაქცინის გამომგონებელი აცხადებს, რომ 2021 წლის ზაფხულისთვის მისი შექმნილი ვაქცინა შემთხვევების 50 %-ს შეამცირებს. უღურ შაჰინის მტკიცებით, ვაქცინას აქვს უნარი შეაფერხოს მისი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, ასევე მეცნიერი აღნიშნავს, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ს შეუზღუდავს მარტივად გავრცელების უნარს და მისი სიმპტომები გამოხატული იქნება შედარებით მსუბუქი ფორმით. რა იქნება ზაფხულამდე - ეს ამ დროისთვის ყველაზე აქტუალური კითხვაა. ჯანდაცვის სფეროს მსოფლიო ექსპერტები წინ მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ინფიცირებისა და ლეტალობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს, სახელმწიფოები კი მოქალაქეებს აუცილებელი საჭიროების გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი