საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები აჭარაში 21 ნოემბერს ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამომრჩევლები დეპუტატებს ამჯერად ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში აირჩევენ.
მეორე ტურში ბიულეტენებში ორ-ორი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი - ''ქართული ოცნებისა'' და ''ნაციონალური მოძრაობის'', თუმცა ცნობილია, რომ ოპოზცია არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. უკვე მიმდინარეობს თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაცია.
გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ, ნომერზე: 2-51-00-51. რაც შეეხება საკარანტონო სივრცეებსა და საავადმყოფოებში მყოფ კოვიდინფიცირებულებს ისინი შესაბამის ბაზაში იმყოფებიან და არჩევნებში მონაწილეობას სპეციალური უბნების საშუალებით მიიღებენ.