თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

14 ნოემბერი 2020, 18:05 845 ნახვა

თბილისში თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა 31 წლის მამაკაცთან  ერთად გოგონაც დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით მოქალაქე, რომელმაც მამაკაცს ყელი გამოჭრა, წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება გოგონას, ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას  3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. გამოძიებით დგინდება, რომ  შემთხვევა თემქაზე ერთ-ერთ  საცხოვრებელ სახლში მოხდა, ორ ადამიანს შორის დაწყებული  ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით 2 ადამიანს მიაყენა ჭრილობები. 

მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი გარდაიცვალა, მეორემ კი გაქცევა მოახერხა. ის გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში