აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია 5 საათზე განახლდება, ახლა კი ოპოზიციის წარმომადგენლები საკოორდინაციო საბჭოზე იკრიბებიან. რომელზ\ეც პროტესტის ყოველდღიურ ფორმაზე იმსჯელებენ.
ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა კარვებია გაშლილი სადაც ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების ნაწილი ღამეს ათევს. მოთხოვნები უცვლელია ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები და გადადგეს ცესკოს თავმჯდომარე. აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელება მანამ ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.