საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმატებულად აფასებს და მხარს უჭერს სტრუქტურულ რეფორმებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე პოზიტიურად აფასებს საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ზომებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ საბჭოზე მიმოხილვის დამტკიცების შემდეგ, საქართველო, დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112 .1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.