მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტში მონაწილეობა, მზაობა დიალოგისთვის დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ეს გადაწყვეტილება მიიღო „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე. პარტიის ლიდერის განცხადებით, მოლაპარაკება კონკრეტული საკითხების მოგვარებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამის პარალელურად პარტიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში წარადგენენ კონკრეტულ გეგმას თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის სისტემა.