ბათუმში სამი სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ

10 ნოემბერი 2020, 18:17 5875 ნახვა

ქალაქში ახალსატრანსპორტო სქემაზე გადასვლას მძღოლთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, დღეს ნომერ 28 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ, შედეგად კი კაპრეშუმის დასახლება ტრანსპორტის გარეშე დარჩა.

მძღოლების ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც თავად მოძრაობენ სამი სხვა ხაზიც დაემატა, შედეგად კი მათ მგზავრები დაკარგეს. სამუშაოზე არ გასულან არც  44 და 45 ნომრებზე მომუშავე მძღოლებიც. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარებულია და ხვალ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი