ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა გასულ წელს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და კიდევ უფრო მეტს ელოდებიან მიმდინარე წელს და ამისთვის აქტიურადაც ემზადებიან. ტერიტორიის მოწესრიგების პარალელურად, მარკეტინგულ და პიარ-კამპანიებსაც აწყობენ. მასპინძლობენ საერთაშორისო სემინარებსა და გამოფენებს. ამჯერად ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები თურქეთში იმყოფებიან, სადაც საერთაშორისო ბოტანიკურ გამოფენაზე - “ექსპო ანტალია 2016”-ში მონაწილეობენ.