გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით რეგიონში კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა.
"ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფო - 94 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 24.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპ. დისტრეს სინდრომი. არტერიული ჰიპერტენზია.
რესპუბლიკურ საავადმყოფო - 61 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 28.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მოზრდილთა დისტრეს სინდრომი.
ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 92 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 07.11.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, ორმხრივი პნევმონია ,სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება.
ქობულეთის სამედიცინო ცენტრი - 74 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 30.10.2020. დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი - 60 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 25.10.2020, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია. შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული"-აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრი.
გამოჯანმრთელდა 197 პირი. აჭარის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 759 პაციენტი. მათ შორის 111 მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონში 111 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. კოვიდ-სასტუმროებშია 1 480 პირი, საკარანტინო სივრცეშია 1 316, თვითიზოლაციაშია 16 360 პირი.
განახლებული სტატისტიკის შესახებ ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.