2 დაკავებული თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე 

08 ნოემბერი 2020, 12:06 913 ნახვა

პოლიციამ თბილისში ქრთამის მიცემის, ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი დააკავა. საქმე ეხება ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს – თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. ამ განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე არიან დაკავებულები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი