თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გაათავისუფლა

07 ნოემბერი 2020, 10:43 2318 ნახვა

ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურების გამო, თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გაათავისუფლა. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით, ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტს ნაჯი აგბალი დაიკავებს, რომელიც მანამდე თურქეთის ფინანსთა მინისტრად მუშაობდა.

თურქული ლირა დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა. 7 ნოემბერს ერთი დოლარის შეძენა 8,49 თურქულ ლირად არის შესაძლებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი