ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის არჩევნებთან დაკავშირებულ საჩივრებს განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის 6 მაჟორიტარული და 8 პროპორციული უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და შედეგების ხელახალ გადათვლას ითხოვს.
ორგანიზაციას ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში 20-მდე შემაჯამებელი ოქმი ჰქონდა გასაჩივრებული. სასამართლოს მიმართა ოპოზიციამაც. გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმის #79-ე ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიების 300 – მდე ოქმს ასაჩივრებს. ბათუმში 12 საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმების გაბათილებას ითხოვს ასევე „ლელო საქართველოსთვის„.