პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ხარჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

06 ნოემბერი 2020, 21:05 1509 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ხარჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„გვსურს, კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის ხარჯების შესახებ, მისი დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოებამ თავად შეადაროს ციფრები და გააკეთოს დასკვნები.

საქართველოს პრეზიდენტების ცხრა თვის სამივლინებო ხარჯები:

– მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი) – 2,558,799 ₾ იმდროინდელი გაცვლითი კურსით (კურსი1.6) – 1,599,249 $;


– გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი)  – 1,991,954 ₾ (კურსი 2.1) – 948,549 $;


– სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი) –  1,335,569 ₾ (კურსი 2.6) – 513,680$;


აღნიშნული ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით სამჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის ორჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტისა.
საყურადღებოა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც 2019 წლიდან განულდა და 2013-2018 წლებში წლიურად 5 მილიონს, ხოლო 2013 წლამდე პერიოდში 50 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მივლინებებს უცხოეთში, პანდემიიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყველა გაუქმდა. წლის დასაწყისში შედგა მხოლოდ ორი ვიზიტი, ევროპის საბჭოსა (სტრასბურგი) და ისრაელში. ხოლო, ყველა დანარჩენი ვიზიტი განხორციელდა შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის! პანდემიის დროს, ცხრა თვის განმავლობაში დაიხარჯა 21,000 ლარი, რადგან სხვა ყველა დანარჩენი ხარჯი ანაზღაურებული იყო პრეზიდენტის პირადი სახსრებით“, – აღნიშნულია ინფორაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი