ირანის სულიერი ლიდერი ამერიკულ არჩევნებს სანახაობას უწოდებს

05 ნოემბერი 2020, 17:27 1023 ნახვა

ირანის  სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი შეერთებულ შტატებში არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციას ეხმიანება და მას სანახაობას უწოდებს. „რა სანახაობაა! ერთი ამბობს, რომ ეს ყველაზე თაღლითური არჩევნებია ამერიკის ისტორიაში. და ვინ ამბობს ამას? პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად მოქმედია. მისი კონკურენტი კი ამბობს, რომ ტრამპი აპირებს არჩევნების გაყალბებას!

ასეთია ამერიკული არჩევნები და დემოკრატია,“- წერს ირანის სასულიერო ლიდერი „ტვიტერში“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში