11-მა საოლქო კომისიამ შესწორება შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, ბათილად ცნო 3 გადასატანი ყუთის მონაცემები - ცესკო

05 ნოემბერი 2020, 15:26 1104 ნახვა

ცესკო-ს ინფორმაციით, 11-მა საოლქო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, ბათილად იქნა ცნობილი სამი გადასატანი ყუთის მონაცემები.

ცესკოს ინფორმაციით, ცხრა შემთხვევაში შედეგები გასწორდა.

„ამ დროისთვის გადათვლები განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში, საიდანაც 13-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ მოახდინა შესაბამისი გადათვლები განცხადება-საჩივრების საფუძველზე, ხოლო ორმა – საკუთარი ინიციატივით.

შესაბამისი გადაწყვეტილებებით 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი სამი გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები, ხოლო ცხრა შემთხვევაში, როგორც პროპორციულის, ასევე მაჟორიტარულის შემთხვევაში, გასწორდა შედეგები.

რვა შემთხვევაში მონაცემები დარჩა უცვლელი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა სხდომას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები და ზოგიერთ შემთხვევაში, აკრედიტებული მედიასაშუალებები" – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი