საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„უამინდობისა და თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.