ხმაური იყო გვიან ღამემდე ბათუმის 79-ე ოლქთან კომისიას არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრები უნდა განეხილა, რა დროსაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლიდან ოლქთან გადაინაცვლეს. უნდოდათ სხდომაზე დასწრება, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. მათ ოლქის შენობაში შეჭრა პოლიციის კორდონის გამო ვეღარ შეძლეს.
ამის მიუხედავად პროტესტი ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. გადაიკეტა თავდადებულის ქუჩა. შეხლა-შემოხლის დროს კი სილამაზის სალონის შუშა ჩაიმსხვრა, რა დროსაც 5 ადამიანი დაშავდა. ეს რაც ოლქის გარეთ ხდებოდა.
პარალელურად მიმდინარეობდა სხდომა რომელზეც 40-მდე საჩივარი უნდა განეხილათ. დადგება თუ არა რომელიმე უბნის ბათილობის საკითხი.