6 ნოემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება

05 ნოემბერი 2020, 09:50 17527 ნახვა

6 ნოემბრის ღამის საათებიდან 7 ნოემბრის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება, წვიმა, სანაპირო კურორტებზე (უმეტესად ბათუმი, ქობულეთი) ძლიერი ნალექი.

ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, ტემპერატურა ყველგან საგრძნობლად დაიკლებს, მაღალმთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია 4-დან 5 ბალამდე.

მოსალოდნელი რთული მეტეოპირობების გათვალისწინებით 6 და 7 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სანაპირო ზოლსა და დაბალმთიან რაიონებში, შესაძლოა, განვითარდეს სტიქიური პროცესები (უეცარი წყალმოვარდნა, მეწყერი, გზების დატბორვა და ა. შ). 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში