საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია იუბილარია. პირველი გადაცემა ეთერში 33 წლის წინ, 4 ნოემბერს გავიდა. არხმა მაუწყებლობა 1987 წელს დაიწყო და კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემით გადიოდა ეთერში. 1999 წლიდან აჭარის ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს. მეშვიდე წელია აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს ატარებს.