ნიკა მელიას სასამართლომ 70 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

03 ნოემბერი 2020, 20:15 1059 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას 70 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა უწევს, რადგან 30 000 პირველი გირაოს სახით უკვე შეტანილი აქვს.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და გააუქმა სხვა დამატებითი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

"პრაქტიკულად აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, შეზღუდვაც ტყუილად მქონდა დაწესებული, პასპორტიც ტყუილად მქონდა ჩამორთმეული, პლუს სახლში რაღაცა დანადგარი მიყენია, რაც აკონტროლებს ჩემს შესვლა-გამოსვლას. ასევე, მიტინგზე გამოსვლის უფლებაც არ მქონდა. როგორც ჩანს დარწმუნდნენ თავიანთ უსუსრობაში და ეს ყველაფერი გააუქმეს, პასპორტსაც კი მიბრუნებენ. ანუ ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა. ეს ხუმრობით. ისე კი ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია" - განაცხადა ნიკა მელიამ. 

თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, მას გირაოს გადახდისთვის 50 დღიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, სამაჯურის მოსხნის შემდეგ პროკურატურამ თავდაპირველად ნიკა მელიას დაპატიმრება მოითხოვა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა და პატიმრობის ნაცვლად გირაოს სახით 100.000 ლარი მოითხოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი