აშშ-ში გახსნილ პირველ საარჩევნო უბანში ბაიდენმა გაიმარჯვა

03 ნოემბერი 2020, 14:39 977 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა ნიუ-ჰემპშირის შტატის სოფელ დისკვილ-ნოტჩში, სადაც ადგილობრივი დროით  შუაღამით პირველი საარჩევნო უბანი გაიხსნა. ამის შესახებ ტელეარხი სი-ენ-ენი იუწყება. 

ცნობილია, რომ   ბაიდენს  5-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, მოქმედი პრეზiდენტი დონალდ ტრამპი კი ამ სოფელში მხარდაჭერის გარეშე დარჩა. შედეგები სი-ენ-ენმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

2016 წლის არჩევნებშიც დისკვილ-ნოტჩის მკვიდრებმა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ჰილარი ქლინტონს დაუჭირეს მხარი.  აშშ-ში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ.  ამერიკელებმა არჩევანი დემოკრატ ჯო ბაიდენსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის უნდა გააკეთონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი