ვენაში თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

03 ნოემბერი 2020, 13:30 963 ნახვა

17-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი ავსტრიის დედაქალაქში მომხდარი სროლის შედეგად.  მათგან  7-ის მდგომარეობა მძიმეა.  ინციდენტის შემდეგ ვენაში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. სკოლებში შეწყდა სასწავლო პროცესი. მოსახლეობას მოუწოდეს მოერიდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. 

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და კანცლერმა მომხდარს ტერაქტი უწოდეს.   სროლა ქალაქში 6 ადგილზე მოხდა, მათ შორის ერთი სინაგოგასთან.  ადგილობრივი მედია 4 დაღუპულის შესახებ იუწყება. მათ შორის ერთი თავდამსხმელია, რომლის ლიკვიდაცია პოლიციამ შეძლო.  პოლიციის ინფორმაციით, ვენაში სროლები რამდენიმე კარგად შეიარაღებულმა ადამიანმა განახორციელა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი